LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

250
xxxxx

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ლევან ლომსაძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 5 მარტს მოხდა. ქმარმა ქუჩაში ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევას გამვლელები შეესწრნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ქონდა ადგილი, რა დროსაც მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს დანა ჩაარტყა.

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები