LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი „ქოლდფლეის“ ახალ ალბომში დაუკრავს!!!

282

ახლახან მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა სიახლე, რომელიც ნებისმიერ მელომანს გაახარებს. როკ-ჯგუფმა „ქოლდფლეიმ“ ის ახალ ალბომში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ალბომში „Head fool of dreams“ ხატია გამოჩნდება უამრავ სხვა ცნობილ შემსრულებელთან ერთად, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ალბომის შექმნაში, მაგალითად, ბიონსე, მერი კლეიტონი, ნოელ გალაჰერი და სხვანი.

სულ ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა პოპულარული ჯგუფის ახალი ალბომიდან სიმღერების ამონარიდები. მათ შორისაა კომპოზიცია „კალეიდოსკოპი“, რომლისთვისაც კრის მარტინმა შეარჩია ცნობილი ლექსი „სტუმართა სახლი“, სახელგანთქმული სუფისტი პოეტის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებიდან. ლექსი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში, ქოულმან ბარკსმა თარგმნა ინგლისურ ენაზე.

საგულისხმოა, რომ „კალეიდოსკოპში“ ბარაკ ობამას ხმაც ფიგურირებს, კომპოზიციის ბოლოს მისი ინტერპრეტაციით შესრულებული ცნობილი სიმღერა „Amazing Grace“ აჟღერდება. ზემოხსენებული სიმღერა, როგორც კრიტიკოსები წერენ, ალბომი ნამდვილი მარგალიტია. სასიხარულოა, რომ მის შექმნაში ქართველი პიანისტი მონაწილეობს.

ნინო მურღულია

569f16ea-374c-407a-9865-0033430f83b6 (1)

955ad03b-1790-483c-a5f7-e7fac0cd9792

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები