LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილთან ერთად ამღერებული გიიომ გალიენი მელიტა ჩოლოყაშვილის შვილთაშვილია

428
xatianews2012

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი რეჟისორი, მსახიობი გიიომ გალიენი თბილისელი მელიტა ჩოლოყაშვილის შვილთაშვილი გახლავთ. ულამაზესი ქართველი ქალი ოჯახთან ერთად პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად და ის გარკვეული პერიოდი კოკო შანელის მოდელიც გახლდათ. მისი შვილთაშვილის  სახელი კიდევ ერთ ქართველს, ხატია ბუნიათიშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც  2019 წელს უამრავი პრესტიჟული კინოჯილდოს მფლობელი მსახიობის მონაწილეობით ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ემოციები და აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ვარსკვლავმა ხატია ბუნიათიშვილმა, რომელიც ფრანგულ მთავარ არხ „France 2”-ს სტუმრობდა, პირდაპირ ეთერში ქართულ მუსიკაზე გიიომის აცეკვება შეძლო. ცეკვას მოჰყვა ის, რომ ბუნიათიშვილის შესრულებულ „სულიკოს“, მსახიობმა გულგრილად ვერ მოუსმინა და სიმღერაშიც აჰყვა მას.

ვიდეომ სრული ფურორი მოახდინა. გააზიარეს და მოიწონეს გიიომისა და ხატიას როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა თაყვანისმცემლებმა. ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო ის, რომ გიიომს ქართული ფესვები აქვს.

ცნობილი ფრანგი ხელოვანი გიიომ გალიენი ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. 2001 წელს ის მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა თბილისის ქაშუეთის ეკლესიაში. ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ეწვია ჩოლოყაშვილების სასახლეს ხაშმში, დაათვალიერა მუზეუმები, ფეხით შემოიარა თბილისი…

ამ ინფორმაციას ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები