LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მის შვილზე უკანონო თვალთვალი ხორციელდება

212
unnamed (1)

“ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის ხატია დეკანოიძე აცხაადებს, რომ მის შვილზე უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს.

დეკანოიძე ამბობს, რომ მანქანის მძღოლი, რომელიც მის 21 წლის შვილს დაჰყვებოდა და სურათებს უღებდა, გლდანის განყოფილების თანამშრომელია.

“მისმა მეგობრებმა და ჩემმა შვილმა, ოჯახის წევრებმა მოასწრეს ამ მანქანის დაფიქსირება. რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად, ჩვენ ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის პირველ განყოფილებაში”, – განაცხადა დეკანოიძემ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ხატია დეკანოიძე შსს-ს დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები