LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ღელავდა არ დარჩნენ გარეთ ბავშვებიო – ანშლაგით ჩატარებული კონცერტი ჟენევაში [ფოტო,ვიდეო]

459
გ34

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში დიდი ინტერესით ელოდებიან. სრული ანშლაგით მიმდინარე საღამოებზე მსმენელი მოჯადოებულია არა მარტო ქართველი პიანსიტის ნიჭიერებით და პროფესიონალიზმით, არამედ მისი შარმითა და სილამაზითაც. მორიგი ასეთი საღამოს ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“გაგახარებთ ხატიას გულშემატკივრებს! 17 მაისი, ერთი საოცარი დღე ჟენევაში, ვიქტორია ჰოლში. ანშლაგი. დაამატეს ადგილები, რამდენის საშუალებაც უსაფრთხოების წესების დაცვამ მისცა. ახალგაზრდები პლაკატებით იყვნენ მოსულები, წარწერით- სტუდენტები ვართ და შეგვიშვითო. ხატია ღელავდა არ დარჩნენ გარეთ ბავშვებიო (დააწყნარეს, მოვახერხეთ შემოყვანაო).საოცარი ოვაციები, ფეხზე დამდგარი ტაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჟენევაში კლასიკური მუსიკის კონცერტზე ასეთი წარმატება არ გვახსოვსო. მადლობა მათ და მადლობა შენ, ჩემო სიხარულო, რომ მაბედნიერებ – წერს ნატალი ბუნიათიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები