LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „ბოლო წვეთი იყო გურამიკოს პატარა ფლირტი, რომელიც არ ვაპატიე და დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი…“

189
xatiagurami

ხატია შამუგია „რუსთავი 2“-ის თოქშოუს ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. შეგახსენებთ, ის და „ქუჩის ბიჭების“ წევრი, გურამ ლომიძე დიდი ხანია, განქორწინებულები არიან. გურამს სხვა ოჯახი ჰყავს, ხატიაც მცირე ხნის წინ დაოჯახდა.

ხატია შამუგია:

„ჩვენი ბოლო წვეთი, ყველამ იცის, რომ ღალატის თემაც იყო, მაგრამ ჩვენი პრობლემა ისიც იყო, რომ ძალიან პატარები ვიყავით და მეორეც, ძალიან გამჭირვალე ოჯახი გვქონდა. იმ დროს გურამიკო იყო სუპერსტარი, მის პოპულარობას ვერ გაუძლო ჩვენმა ურთიერთობამ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მეც „ცოტა“ ხალხი მიცნობდა. ბოლო წვეთი იყო გურამიკოს პატარა ფლირტი, რომელიც არ ვაპატიე და დღემდე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი. გურამიკოს დღესაც რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ ოჯახი მე დავანგრიე, მაგრამ იმაზეც ვთანხმდებით, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემთვის წითელი ზოლი ეჭვიანობაა. როცა მივხვდი, რომ კი ვაპატიე, მაგრამ სახლიდან რომ გადიოდა, ვეჭვიანობდი, არ გამოვხატავდი თავმოყვარეობის გამო, მაგრამ როცა ადამიანს არ ენდობი, ძალიან მძიმეა. ბავშვი იყო ორი წლის, დღეს 19 წლისაა და დღემდე ვერ ხვდება, რომ ჩვენ დაშორებულები ვართ. მამა-შვილს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ. ეს ჩემი დამსახურებაა. დედაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა, ასეთი რამ გააკეთაო, მაგრამ მე ვთქვი, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს მამა და გურამიკო ნამდვილად ძალიან კარგი მამაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები