LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „სიბერის არ მეშინია, პირიქით, მინდა დავბერდე…“

100
xatiashamugianeswr

ხატია შამუგია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს დ აღნიშნავს, -„დედამიწა ისე დაპატარავდა, საყვარელი მამაკაცის სხვაგან ყოფნა სულაც არ მეშორება“.

ხატია მეუღლის შესახებ, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ის საქართველოში მცირე ხნის წინ იყო ჩამოსული, თუმცა მეუღლის დაბადების დღეზე ვერ მოახერხა, ამიტომაც სიურპრიზით შემოიფარგლა, თუმცა ხატიამ ეს სიურპრიზი საიდუმლოდ დატოვა.

ხატია შამუგია:

„სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთში გადავიდე საცხოვრებლად, მაგრამ ახლა – არა. 18 წლიდან ვმუშაობ და გამიჭირდება, ასე ადვილად ადვთმო ყვეალფერი და საცხოვბრელად უცხო მხარეში გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი გვერდით მეყოლება. თან, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არც მეტოვება, ისიც ვერ ჩამოდის აქეთ საცხოვრებლად. კაცი რომ 20 წელი ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორ უნდა ვუთხრა და ვაკადრო, მიატოვე ყველაფერი და ჩამოდი-მეთქი…“

ხატია ამავე ინტერვიუში ასაკის მატებაზეც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ მისიჩანთა მთლიანად დაიკავა კოსმეტიკურმა საშუალებებმა – „ვიცი, რომ არ არის კარგი ზედმეტი გარუჯვა და უკვე ვნანობ, რომ ამდენი რუჯი მივიღე, თუმცა სიბერის არ მეშინია, პირიქით, მინდა დავბერდე. დაბერება ნიშნავს დიდხანს სიცოცხლეს, ხოლო როგორ დაბერდები, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები