LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა: ,,ჩემი შვილი იმდენი ვაქე, თვალი ეცა და გადაწყვიტა, რომ დღე და ღამე ჩემთვის ფეხზე დგომა მისწრებაა…”

441
xatiasijinavanewssjn

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ახლახან მეოთხედ გახდნენ მშობლები. მათ სამი გოგონას შემდეგ ბიჭი შეეძინათ. ხატია დედობის კიდევ ერთ გამოცდილებას ,,ინსტაგრამზე” საკუთარ ხელმომწერებს უზიარებს და ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა ფოტოს.

ახლახან მან დაწერა:

,,ჩემს შვილს ჩემი თვალი სცემს, იმდენი ვაქე მშვიდი და წყნარია–მეთქი დღე და ღამე, გადაწყვიტა, რომ ფეხზე დგომა ჩემთვის მისწრება იყო, ახალ ნაოპერაციებზე ? ყველა ნაკერი მტკივა, ესეც ჩემი ბოლო წამების ეტაპი დაიწყო…”

როგორც ხატია წერს, მასთან ერთად მისი გოგონებიც ჩართულები არიან პატარა ბიჭუნას, მიქაელის აღზრდაში და დედას ეხმარებიან, მათ შორის ღამეც, მორიგეობით მასთან და პატარა ძმასთან ერთად ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები