LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა: „თუ დაჩიპულ-დაზომბებული ხალხის ეპოქა უნდა გავიარო, ღმერთს ვთხოვ, სწორი გზა მიჩვენოს…“

764
xatiasijinavanewsstp

ყოფილი ტელესახე, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს იმის შეახებ, როგორ არ სურს იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც დაჩიპული და დაზომბებული ხალხი იქნება.

გთავაზობთ ხატიას პოსტს:

„ყოველთვის ვკითხულობდი მამა გაბრიელის და მამა გიორგის წიგნებს… მაგრამ თუ ჩემი შვილი სკოლაში შესვლას ვერ მოაწრებდა, ისე მალე გადაგვარდებოდა სამყარო, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი… თუ მსოფლიო წყობის შეცვლა, სკოლების გაუქმება, რობოტების და ბოლოს დაჩიპულ-დაზომბებული ხალხის ეპოქა უნდა გავიარო, ღმერთს ვთხოვ, სწორი გზა მიჩვენოს… რადგან ამ ქაოსში ადვილია დაიბნე ან უბრალოდ, ხმა ჩაგაწყვეტინონ…

ჩემს თავზე არა, შვილებზე ვდარდობ… ხალხი? უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმათ რიგებში ჩაეწერება, ვინც ქრისტე ჯვარზე აცვა !! სხვა ნახევარი იუდას გზას აირჩევს და 30 ვერცხლს მაინც დაიტოვებს… და მხოლოდ ერთეულები შეძლებენ ბოლომდე ბრძოლას… ეს საუკუნეების წინ დაიწერა, როცა წარმოდგენაშიც არ იყო ინტერნეტი და მისი თანმხლები გართულებები… როცა ჯერ კიდევ კალამს მელანში აწობდნენ… ან არც… ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, მისი შემდგომი გაყიდვისგან. რადგან ათეისტმაც კი გულის სიღრმეში იცის, ჩვენთან არს ღმერთი!!!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები