LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: “ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო… მოძებნო იმის ძალა, რომ გაიხალისო ცხოვრება”

499
BeFunky-collage (2)

ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. მას შემდეგ რაც, ხათუნას ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მომღერალი საკუთარ “ფეისბუქ” გევრდზე პერიოდულად აქვეყნებს ვიდეომიმართვებს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში ხათუნამ მოქალაქეებს თანადგომისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ასევე აღნიშნა, რომ მას ხშირად მიმართავან თხოვნით, შექმნას ფონდი ონკოლოგიური პაციენტებისთვის, თუმცა ჟორდანია ამბობს, რომ ახლა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ვერ უხელმძღვანელებს და საბოლოო გამოჯანმრთლებას ელოდება.

“მერე აუცილებლად გავაკეთებ ფონდს. მოგეხსენებათ, შეხება მქონდა ბევრ ექიმთან, ვიღებ უამრავ მედიკამენეტებს. სიმსივნის მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია. მგონია, რომ ყველას ამის საშუალება არ აქვს და იდეა, მართლაც ძალიან კარგია.

მინდა ეს გვერდი სიყვარულით სავსე იყოს და ერთმანეთს მხოლოდ დადებითი ენერგია გავუგზავნოთ. ვერც კი წარმოგიდგენიათ ალბათ, ყველა წერილი, რომელსაც ვიღებ, როგორ მაძლიერებს და რამხელა ძალას, სტიმულს მაძლევს.

თუკი ვბედავ და ასეთ ლაივებს ვაკეთებ, ეს თქვენი დამსახურებაა. დიდი მადლობა ყველას, ვინც სიყვარულით სავსე წერილებს მიგზავნის და მინდა გითხრათ, რომ მართლა დიდი ძალა გაქვთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს. ძალიან მაძლიერებთ…

დილით ვდგები, ხან რა მტკივა, ხან რა, ჩემი შვილი წუწუნს მიკრძალავს და არ ვამბობ, რომ ცუდადად ვარ. მაინც დავდივარ ბევრს ქუჩაში და ბევრსაც ვეკონტაქტები.”

ფეისბუქლაივს მოგვიანებით, ზურა ხაჩიძეც შეუერთდა და ხათუნას სთხოვა იმ ადამიანებისთვის მიემართა, ვინც დღეს ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

ხათუნა ჟორდანია ამბობს, რომ “ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო.”

“პირველ რიგში, მთავარია შენს თავში მოძებნო იმის ძალა, რომ გაიხალისო ცხოვრება. ისრაელში ექიმმა მითხრა, რომ თბილისში რომ დაბრუნდები მარტო კომიქსებს უყურეო. ავიკრძალე ახალი ამბები, რადგან მივხდი რომ ნერვულ სისტემას ანგრევს.

ვუყურებ ძალიან სასაცილო ფილმებს. ვფიქრობ მხოლოდ კარგზე და ყველას გისურვებთ, დიდ სიყვარულს. მოერიოთ თქვენს თავს და იყოთ კარგ განწყობაზე. ვიცი ეს შეუძლებელია, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერი ტვინიდან მოდის, ნელ-ნელა ვასწავლი ჩემს თავს, ჩემი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია არ ამეშალოს ნერვები, არ ვიყვირო, ადვილად არ გავბრაზდე, ადამიანებს მივუტევო პატარ-პატარა შეცდომები.”- აცხადებს ხათუნა ჟორდანია.

 

https://www.facebook.com/xatuna.jordania/videos/10220735504070196/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები