LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანიას ავსტრიაში სამკურნალოდ 75 000 ევრო სჭირდება

7889
xatunajordaniazuranews

მომღერალი ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ მის დაავადებასთან გასამკლავებლად ხათუნას ავსტრიაში წაყვანა საჭირო, სადაც ექიმები აიმედებენ, რომ მას ხუთ კვირაში განკურნავენ.

ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვექუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას“, აღნიშნავს ზურა ხაჩიძე ჟურნალთან ინტერვიუში.

„დაფინანსებაზე ფონდ „ქართუში“ განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს და იმედია, ფონდი „ქართუ“ ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას საბოლოოდ განვკურნავთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები