LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხავერდის“ ევროპა: 9 ქალაქი საუკეთესო შემოდგომის არდადეგებისთვის

1083
europautamn-news

საუკეთესო შვებულების მოწყობა სწორედ შემოდგომაზე შეიძლება, როცა ევროპული ქალაქები მართლაც ხავერდოვანი კლიმატით და პეიზაჟებით ანებივრებენ სტუმრებს.

დუბროვნიკი, ხორვატია – თბილ და სასიამოვნო დუბროვნიკში შემოდგომაზე ნაკლებად გროვდებიან ხმაურიანი ტურისტები, ასე რომ, პლაჟზე ნებივრობის შემდეგ თამამად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქის ძველი კვარტალი მისი ყველა ღირსშესანიშნაობით.

ბერლინი, გერმანია – შემოდგომის ბერლინში განსაკუთრებით სასიამოვნოა ველომოგზაურობის მოწყობა, რადგან ველოსიპედსაც იაფად იქირავებთ და არაჩვეულებრივი მარშრუტებითაც დატკბებით ტირგარტენის პარკში.

ლისაბონი, პორტუგალია – შემოდგომას ლისაბონში შემწვარი წაბლის სუნით იგრძნობთ, როცა ახალი მოსავლის ღვინოს ადგილობრივები აუცილებლად შემწვარ წაბლთან ერთად მიირთმევენ.

პრაღა, ჩეხეთი – „ხავერდის სეზონი“ პრაღაში ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ნოემბერში  კი, საშობაო ბაზრობა იხსნება. განსაკუთრებით ფოტოგენურია შემოდგომის პრაღა კრამიტის სახურავების ფონზე, ამიტომ უცილებლად იმოგზაურეთ ჩეხეთში, გაისეირნეთ სტარომესტის მოედანზე და დააგემოვნეთ შტრუდელი თხილით და ქიშმიშით.

ბრიუგე, ბელგია – წითლ-ყვითელ ფერებში შეღებილი ბრიუგე თავისი უძველესი არქიტექტურით, შემოდგომაზე ნამდვილ ზღაპრულ ქალაქს ემსგავსება, სადაც ბევრად სასიამოვნოა მოგზაურობა უგემრიელესი ვაფლის და შოკოლადის დაგემოვნების შემდეგ.

ბუდაპეშტი, უნგრეთი – შემოდგომა უნგრეთში ფესტივალების სეზონია, როცა გასტრონომიული ვნებების დაკმაყოფილებაც შეიძლება და თანამედროვე ხელოვნების ახლოს გაცნობაც.

ბარსელონა, ესპანეთი – მართალია, მრავალრიცხოვანი ტურისტების წყალობით ზაფხულში ბარსელონა ნამდვილ ატრაქციონს ემსგავსება, მაგრამ შემოდგომაზე ყოველთვის მშვიდდება და სტუმრებს ჯერ გუელის პარკში, მერე გოთიკურ კვარტალში ეპატიჟება.

ედინბურგი, შოტლანდია – შემოდგომაზე, როცა ინგლისი ნისლში იძირება, ტურისტული ცენტრი ლონდონიდან ედინბურგში ინაცვლებს, სადაც მთვარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად სამეფო ბოტანიკური ბაღი და ედინბურგის ციხე ითვლება. არ გამოგრჩეთ არც  შოტლანდიური ვისკის ცენტრი, სადაც საინტერესო ექსკურსია ვისკის დაგემოვნებით სრულდება.

ფლორენცია, იტალია – „ოქროს შემოდგომას“ ფლორენციაში ყველაზე უკეთ ქალაქში სეირნობით და პატარა კაფეების ტერასებზე არომატული ყავის დაგემოვნებით იგრძნობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები