LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ ბარდემი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ახალ ფილმში გამოჩნდება (ვიდეო)

382

კომპანია Disney-იმ ლეგენდარული ფილმის, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე სეზონის პირველი თრეილერი გამოუშვა. ფილმში მთავარ როლებს კვლავ  ჯონი დეპი და ორლანდო ბლუმი ასრულებენ. სიახლე ისაა, რომ მაყურებელი ახალ ფილმში ხავიერ ბარდემს, პოლ მაკარტნისა და კრისტოფერ უოულცსაც იხილავს.

ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ჯონი დეპის პერსონაჟზე მისი ძველი მოწინააღმდეგე, კაპიტანი სალაზარი ნადირობს. სწორედ ამ უკანასკნელის როლს ასრულებს ხავიერ ბარდემი.

ცნობილია, რომ ფილმი „კარიბის ზღვის მეკობრეები, მკვდრები არ საუბრობენ“ ეკრანებზე 2017 წლის 26 მაისს გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები