LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: ივანიშვილი თავის პროკურორებთან ერთად წავა დასასვენებლად

134
BeFunky-collage (3)

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ გასაჯაროებული მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილი, რომელშიც “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ფულის გათეთრებაზე იყო საუბარი, დღეს მოსამართლემ საქმეში მტკიცებულებად არ დაუშვა. სასამართლო არც უცხოელ ექსპერტებს დაკითხავს.

“წერილი დალუქულია” – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ხაზარაძის “მუქარის წერილზე”

მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ სასამრთლო სხდომის დაწყებამდე დააყენა ეჭვქვეშ მიმდინარე გამოძიება და პროკურატურა პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ხაზარაძე ამბობს, რომ სისტემა აუცილებლად შეიცვლება.

„დავინახე პროკურორების ზოგადი გაუნათლებლობა და უცოდინრობა. დავფიქრდი ამ მდგომარეობაზე – თუ ასეთი განათლების დონე გვაქვს და ასეთ სპეციალისტებს უშვებენ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები და საგანმანათლებლო სისტემა – ყველა არა, რა თქმა უნდა. კიდევ უფრო შემეშინდა ჩვენი მომავლის, რამეთუ აქ აღარ გვაქვს საუბარი უსამართლობაზე, დავალების შესრულებაზე, აქ გვაქვს ტერმინების ელემენტარული არცოდნა, რომელიც უნდა იცოდეს მე-5, მე-7, მე-9 კლასის მოსწავლემ

განათლება, განათლება და განათლება – ზოგადიც და კონკრეტულად ის – რაც სპეციალიზაციას შეეხება. დღეს ვერანაირად ახსენეს ფულის გათეთრება სად მოხდა. ჩვენც გვაინტერესებს, სად ხდება ფულის გათეთრება, ის რასაც ისინი ამტკიცებენ, არის აბსურდი. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ და ამას აუცილებლად შევცლით. ბიძინა ივანიშვილი თავის პროკურორებთან ერთად წავა დასასვენებლად,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 8 ნოემბერსაა ჩანიშნული.

"შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო" - მამუკა ხაზარაძე (ვიდეო)

მამუკა ხაზარაძე სიუჟეტში მაყურებელს საკუთარ თავზე უყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები