LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!

51
BeFunky-collage (6)

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს.

„ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები. ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება. არც ერთი კოლაბორაციონისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე, ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები