ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„10 იანვარს ხელი მოვაწერე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დოლარიზაცია შემცირდება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სესხები ძირითად შემთხვევაში ეროვნულ ვალუტაში გაიცემა და ამით მოქალაქეები სესხის აღებისას, უფრო დაცულები იქნებიან სავალუტო რისკებისგან.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოსახლეობა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, რის შესახებ იღებს კანონს და მხოლოდ ვეტოს დადებისას არ უნდა ექცეოდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

„10 იანვარს ხელი მოვაწერე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების კანონს, რომლის მიზანია საქართველოში დოლარიზაციის შემცირება, რაც მოსახლეობისთვის მნიშნვნელოვანია. მაშინ, როდესაც სესხებს იღებენ, ეს სესხები იქნება ეროვნულ ვალუტაზე და სხვადსხვა სავალუტო რისკისგან იქნებიან დაცულები. ასევე, ხაზი მინდოდა გამესვა, რომ პრეზიდენტი უნდა აშუქებდეს და აცნობდეს საზოგადოებას მიღებულ კანონებს, ხშირად საზოგადოების წევრები არ არიან ინფორმირებული თუ რა კანონებია მიღებული. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია და მხოლოდ ვეტოს დადებისას არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები