„ტვ პირველის” სტუდიაში, გადაცემაში „დღის ამბები” ვახტანგ მეგრელიშვილი და დავით ჭიჭინაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  დაპირისპირება ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებამ გამოიწვია, რა დროსაც მან განაცხადა,  რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა.

“გაყალბებული ბრჭალებშია” – მიმართა ჭიჭინაძემ მეგრელიშვილს.

ვახტანგ მეგრელიშვილმა კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს მაშინ “ბრმად აყვნენ”.

დავით ჭიჭინაძემ მეგრელიშვილს უთხრა, რომ ჟესტიკულაციები არ შეეფერება, რაზეც მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ მას პატივს არ სცემს.

მსგავსი თემები