LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელის დაბანას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა!“ – ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის პრევენციაზე

849
bidzina-kulumbegovnwsss

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კორონავირუსის გავცრცელების საფრთხეებზე ისაუბრა. ექიმის თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მნიშვნელოვანია, ჰიგიენის ნორმების სწორად დაცვა:

„დღეის მონაცემებით 80 ათასია დამიანია დაავაადებული, 2008-ს მიაღწია გარდაცვლილთა შემთხვევებმა, ადამაინების თითქმის 85 % გამოჯანმრთელდა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ კორონავირუსი ეს არ არის ახალი ვირუსი. რინოვიურუსი 50 %-ით ისევ პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე 10-15 %-ის ავადობით არის კორონავირუსი, ახალი და უცხო ეს ინფექცია არ არის. მნიშვენლოვანი ამბავი გახლავთ ის, რომ კორონავირუსმა სამჯერ გამოავლინა თავი. 2019 წელი იყო ახალი კორონავირუსის მუტაციის პერიოდი.

რეკომენდაციები, რომლებიც ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში არსებობდა და არსებობს, ბუნებრივია, შეიძლება, სრულად გადმოვიტანოთ ამ ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, რადგან ესეც არის რესპირატორულ ვირუსთაგანი, რომელმაც მართალია, მუტაცია განიცადა და გაცილებით რთული მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება, მაგრამ დაცვის საშუალებები და პრევენციაა იგივეა, როგორც ყველა რესპურატორული დაავადების დროს.

ჩამოვთვალოთ, რა არის ეს მთავარი ღონისძიებები, რომლებიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, ეს არის ხელის დაბანა. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან თვითონ ვირუსს ახასიათებს არამარტო ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება, კონტაქტური გზითაც გავრცელება. ცნობილია, რომ ადამიანი საშუალოდ დღეში 23-ჯერ და მეტჯერ საკუთარი ხელით საკუთარ სახეს ეხება, ცხვირს, პირს, თვალს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზედაპირებიდან ხელი ბინძურდება, ინფიცირდება და შესაბამისად, რაც უფრო გავაძლიერებთ ხელის ჰიგიენას და დაბანას, ეს შეამცირებს ვირუსის ჩვენს სხეულზე ექსპოზიციის აუცილებლობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა დაავადებულმა ადამიანმა თავი შეიკავოს საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილებისგან, სამსახურში სიარულისგან. თუ ბავშვი გაციებულია, ბუნებრივია, პატარა არ წაიყვანოთ არც ბაღში და არც სკოლაში, რადგან ეს ჯანმრთელ ბავშვებს დაიცავს შესაძლო ინფექციებისგან. შესაბამისად, ეს ძირითადი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციაა. მართალია, ახალი შტამია, მუტაციური შტამია, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მსოფლიომ დაინახა, რომ ადამიანების 84 პროცენტი განიკურნა, მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა ჰქონდათ, ყოველგვარი გართულების გარეშე მორჩა ეს დაავადება, ამიტომ პანიკის საფუძველი ამ ვირუსთან მიმართებით არ არსებობს, თუ ვიქნებით ინფორმირებულები. დღეს ინფორმაცია არის ცოდნის ტოლფასი, ამიტომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, სწორად ვიმოქმედებთ, სწორად დავიცავთ თავს, ჩვენს ირგვლივ მყოფებს და ჩვენი ოჯახის წევრებს. ალბათ დათბება და როგორც ხდება ხოლმე, ვირუსული დაავადებები ტემპერატურის მომატებასთან ერთად იკლებს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები