LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება იყენებს შექმნილ სიტუაციას და სააკაშვილის ვითარებას, რათა ქვეყანაში ყველანაირ პასუხისმგებლობას დაემალოს: ანა დოლიძე

113
ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, „ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველანაირ პასუხისმგებლობას დაემალოს“. ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეხმიანება, რომელიც მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხება და ამბობს, რომ „ადამიანურად უთანაგრძნობს ხალხს, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში დოლიძემ აღნიშნა, „დღეს ძალადობის დონით, თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო“.

„ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველანაირ პასუხისმგებლობას დაემალოს. მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ხალხისთვის“ არის დამოუკიდებელი პარტია, ვგულისხმობ, რომ არცერთ პოლუსთან არ ვართ, ადამიანურად შეიძლება ვუთანაგრძნო ხალხს, რომელიც შიმშილობს და ასეთ უკიდურეს ფორმამდე მიდის, რაც არის შიმშილობა, მაგრამ მთავარი კითხვა აქ უნდა იყოს შემდეგი – წესით, როდესაც ოპოზიციური პარტია რაღაც საპროტესტო ღონისძიებებს აწყობს, საკუთარი ლიდერის დაკავებას ჩივის, ჩვენს დღის წესრიგში დომინანტი უნდა იყოს ხელისუფლება, თავისი დღის წესრიგით. სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და წესით, მას უნდა მიჰყავდეს დღის წესრიგი. ამის მაგივრად, ის თავიდან ბოლომდე იყენებს შექმნილ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილის ვითარებას იმისთვის, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დაემალოს.

დღეს ძალადობის დონით, თბილისი არის 20-იანი წლების ჩიკაგო. ყოველ დღე ქუჩაში არის ცხელი ომი. ძალადობის დონე ჩვენს ქვეყანაში არის უზარმაზარი. რამაზ გერლიანს, ეკონომიკის ექსპერტს, ერთი თვე ჰქონდა ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, რაზეც არავითარი რეაგირება არ მიუღია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები