LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ: გიორგი გახარია

89
გახარია 3

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი “ტვიტერზე” წერს, ამ გზით ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წინაშე დაუცველს ტოვებს.

“შეუძლებელია “ქართულ ოცნებას” ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს მათ მიერ გაწეული შრომისთვის“ – წერს გახარია

„ამ გზით ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს მათ მიერ გაწეული შრომისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.