LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერც ლოჯისტიკას და ვერც საინფორმაციო კამპანიას: კალოიანი

56
1

“ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერც მის ლოჯისტიკას და ვერც დამარწმუნებელ საინფორმაციო კამპანიას ჩვენს მოქალაქეებთან,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი და აღნიშნავს, რომ ყველაზე სახიფათო არა ინფიცირებულთა ის რიცხვია, რომელიც დღეს გამოვლინდა, არამედ ის მზარდი ტენდენცია, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

კალოიანის განცხადებით, კოვიდშემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა, პერსპექტივისთვის ძალიან ცუდია.

ექიმი და პოლიტიკოსი მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭირო გზებზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის აქტიური წარმოება, დღეში მინიმუმ 50 000 ტესტის ჩატარება და მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნქციონირებას შორის:

“ყველაზე სახიფათო არა ეს ერთი დღის ციფრია, არამედ ის ტენდენცია, მზარდი ტენდენცია, რაც გვაქვს. რეალურად, დღეს, პრინციპში, მივიღეთ ნახტომისებური ზრდა, რაც პერსპექტივისთვის ძალიან ცუდია.

მთავარი თემა აქ არის შემდეგი, ჩვენ ველოდით ინფიცირებულთა მატებას, დელტა შტამი სამწუხაროდ ამის პროგნოზის საშუალებას გვაძლევდა, ველოდით ამას აგვისტო-სექტემბერში, თუმცა ველოდით ამას, რადგან მოსახლეობა არ იყო ვაქცინირებული და ხელისუფლებამ დანაშაულებრივად ვერ მოაბა თავი ვაქცინაციას, ვერც მის ლოჯისტიკას და ვერც საინფორმაციო დამარწმუნებელ კამპანიას ჩვენს მოქალაქეებთან, შესაბამისად, ველოდით, რომ აფეთქება იქნებოდა.

რა უნდა გავაკეთოთ დღეს: პირველი – საინფორმაციო კამპანია, რომელიც არ უნდა გაჩერდეს. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა, თუ არგუმენტებით არ დავარწმუნეთ ჩვენი მოქალაქეები, რომ აიცრან;

მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი ტესტირება, მინიმუმ 50 000 ტესტი დღეში და აქედან სასურველია, რომ კვლევების ორი მესამედი იყოს პისიარ-ბაზირებული, რათა ჩვენ დროულად შევძლოთ იმ მოქალაქეების გამოვლენა, რომლებიც ინფიცირებულები არიან და შემდეგ მათი ადეკვატური მოვლა.

მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მინიმალური, ზომიერი და თანმიმდევრული რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს ინფექციის გავრცელებასა და ქვეყნის ფუნცქიონირებას შორის. ასეთი, პირველ რიგში, არის დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების ორგანიზება და მართვა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, ამის გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გვექნება.” – თქვა კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები