LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ გარკვეული კატეგორიის ფილმების გადაღება ჩემზე ვერ მოახერხა – ნათელაშვილის სიყვარულის ამბავი

115
shalva natela

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ოპოზიციის შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილისა და ეკა ბესელიას საუბარი ისმის. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს კომპლიმენტები უთხრეს.

ვიდეო: შალვა ნათელაშვილისა და ეკა ბესელიას ტკბილი საუბარი ოპოზიციის შეხვედრაზე

 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრს გაახსენდა გადაცემა „ნანუკას შოუ“, სადაც წყვილმა სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

ბელა:

საფუძველიც რომ არ იყოს, მაინც უნდა იეჭვიანო. ეჭვიანობა ურთიერთობის გადატვირთვას ჰგავს. 

შალვა:

სავალდებულო სადღეგრძელოსავითაა. ურთიერთობებს ეჭვიანობა ალამაზებს. ნერვიულობის შემდეგ შერიგებაა ტკბილი.

ბელა:

რაღაცეები მიეჭვიანია.

შალვა:

მე არასდროს მიეჭვიანია. ერთადერთი ლექსებს როცა უძღვნიან, ცოტა ხანი ვიეჭვიანებ და მერე გამივლის ხოლმე.

სახელი მაქვს გატეხილი, რომ ვერ ვიცლი რომანტიული საქციელებისთვის.

ჯერჯერობით ხელისუფლებამ გარკვეული კატეგორიის ფილმების გადაღება ჩემზე ვერ მოახერხა.

საქართველოში მივდივარ ან აქციაზე, ან ბრიფინგზე, აქ რომანტიკას ვერ მიეცემი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები