LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო – ნიკა მელია

152
nika melia esaaaa

ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო. ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. მელიას თქმით, დაცვის მხარე ითხოვს იმ შეზღუდვის მოხსნას, რომელიც მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა, კერძოდ, სახლიდან გასვლის აკრძალვას სამართალდამცველების ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი.

„უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამაზე უნდა აგონ პასუხი, თუმცა ამას არ აკეთებენ, ვინაიდან რაციონალიზმი აღარ არის მათში. გახარია თავადვე კიდიათ დამოკლეს მახვილივით. სანამ გახარიაა შს მინისტრი, არათუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება, თავად იმ უწყების დეზორიენტაცია და დემორალიზება ხდება, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები