LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მილოცვები ვაზიანის ბაზიდან – 26 მაისის მოკრძალებული ცერემონიალი

170
dnghdn

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე ვაზიანის ბაზიდან მიულოცა. პანდემიის გამო, 26 მაისის სამთავრობო ღონისძიება წელს შეზღუდულ გარემოსა და ვითარებაში გაიმართა. პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით პრემიერი გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ განმარტა თავდაცვის ძალების მნიშვნელობა პანდემიური კრიზისის დროს და განაცხადა, რომ არც ვირუსთან და არც დამნოუკიდებლობისათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

„თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავსი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი წვლილი.  არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ,რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩევნები არ დაგვიანდება, საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზეა და ის დახმარებები, რაც მსოფლიომ საქართველოსთვის გამოჰყო, პრეზიდენტის დამსახურებაა – სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის მილოცვა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ოკუპაციაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კვლავ გრძელდება და აღნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, ჰყავს, ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში.პარლამენტის თავმჯდომარემ არნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლა კვლავ გრძელდება, ხოლო დღემდე გატარებული ყველა ღონისძიება წარმატებული იყო.

“ამ ისტორიულ და ემოციურად ამაღლებულ დღეს, მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი საამაყო ჯარისკაცები, ექიმებთან და პოლიციელებთან ერთად, წინა ხაზზე იმყოფებოდნენ პანდემიის შესაჩერებლად. ეს მიღწევები და წარმატებები არის ახალგაზრდა და უფროსი თაობის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსხვავებული მისწრაფებების, ხედვის და პროფესიის მქონე ადამიანების ერთობლივი მონაპოვარი. ეს არის ის რაც გვაერთიანებს, დამოუკიდებელ ერად და სახელმწიფოდ გვამყოფებს. საქართველოს სახელმწიფო მოწოდებულია ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის დაცვისა და განვითარებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგანს ეკუთვნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მილოცვები და მადლობები პრეზიდენტის და მთავრობის მეთაურისგან მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ჯარის წვლილსა და მნიშვნელობა ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებენ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებასა და მებრძოლ სულს ემყარება. მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვეყანას და მის საყრდენ ძალას – თავდაცვის ძალებს, განსაკუთრებული მილოცვა მიიღეს ვეტერანებმა.

„თქვენ ხართ თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი, ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმრაცხებლებიან არიან ახალი გამოწვევების წინაშე. მსურს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულალურები