LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

144
Untitled design (2)

ხელვაჩაურში ცივი იარაღით ქალი დაჭრა. შემთხვევა დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქალმა ბავშვი ბაღში დატოვა და უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა მას ცივი იარაღით ჭრილობა ბეჭის არეში მიაყენა.

გავრცელებული ცნობითვე, დაჭრილი კლინიკა BMS-ში მოათავსეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები