LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხერხემლის მალების დაზიანება აქვს, ნერვული სისტემა სრულად ჩამოშლილია…ფეხს ვეღარ ადგამს“ – სააკაშვილის მდგომარეობაზე მისი დედა და ადვოკატი საუბრობს 

138
კკკკკკკ

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მისი დედა გიული ალასანია და ადვოკატი ვალერი გელბახიანი საუბრობს.

გიული ალასანიას თქმით, „მიშა ასეთ მდგომარეობაში არასდროს უნახავს, რადგან ფეხს ვეღარ ადგამს“. როგორც ალასანია აცხადებს, „სააკაშვილმა თავად მოითხოვა ერთჯერადად ექიმის დაშვება, რაც კანონით მინიჭებული უფლებაა და ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, კანონით ისჯება“.

„გუშინ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი ნახვა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, ფეხს ვეღარ ადგამს და ვერ იღებს საკვებს. თვითონ მან, პატიმარმა მოითხოვა ერთჯერადად ექიმის დაშვება, რაც კანონით მინიჭებული უფლებაა, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება. კლინიკის დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დღის მანძილზე უნდა დავინახოთ შედეგი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი კი აცხადებს, რომ „სააკაშვილი მალე საოპერაციო გახდება, რადგან ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ნერვული სისტემა მთლიანად ჩამოშლილი აქვს“.

„მე ასეთ ცუდ მდგომარეობაში სააკაშვილი ჯერ არ მინახავს, ფეხზე ვერ დგება. ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა მთლიანად. სამედიცინო ენაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არ მინდა ამაზე ვისაუბრო. 5 დღეა არ მინახავს და საგრძნობლად გაუარესებულია მდგომარეობა. ელოდება ამერიკელი ექსპერტის ვიზიტს, აქვს მოლოდინი, რომ მას შემოუშვებენ. ასევე შესაძლოა ამ ექიმის რჩევით ამერიკაშიც წავიდეს სამკურნალოდ. მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი დოკუმენტი. ველოდებით იუსტიციის სამინისტროს პასუხს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არ მგონია არ გახდეს კამათის საგანი“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები