შავი ქლიავი ის იშვიათი ხილია, რომელიც გამომშრალიც სრულად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. უამრავი ვიტამინის, მინერალის და მიკროელემენტის შემცველი ქლიავი განსაკუთრებით რკინითაა მდიდარი და სწორედ ამიტომაა რეკომენდირებული ორსულებისთვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის, ავიტამინოზისა და ანემიის სამკურნალოდ.

უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით ქლიავი შეუცვლელი პროდუქტია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, კალიუმის და ბორის, А, К, В2, В3 და В6 ვიტამინების და ანტიოქსიდანტის წყალობით კი, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სწრაფად კლავს შიმშილის გრძნობას. ამასთანავე, სწორედ ანტიოქსიდანტი აუმჯობესებს გარეგნულ იერს, აძლიერებს იმუნიტეტს, სიცოცხლისა და შრომიუნარიანობას. მეტიც, ბევრი შავი ქლიავის ჩირით გულსა და სისხლძარღვებს, ღვიძლს და თირკმელებს, ათეროსკლეროზსა და რევმატიზმს მკურნალობს.

სასარგებლო პროდუქტი არა მხოლოდ საოცარი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებს, ამცირებს სტაფილოკოკის და სალმონელოზის განვითარების რისკს, არამედ საუკეთესო საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. თუმცა არ ღირს ხილით ზედმეტად გატაცება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რადგან ჩირი კოლიკს იწვევს ჩვილებში.

 

ტეგები: ქლიავი