LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი შეიცვლება

129
MIV6863

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მერვე მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები