LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის – ენძელა მაჭავარიანი

Untitled

ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ინფლაციის დათვლა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რას მოიხმარს ან ვერ მოიხმარს ადამიანი. მისივე თქმით, მხოლოდ ტურიზმი ვერ შექმნის მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებელს.

„მე სრულიად დაბეჯითებით ვამბობ, რომ ტურიზმი და ასეთი ბენზინის შემოტანა და გაყიდვა ქვეყანაში ვერ შექმნის იმ ეკონომიკურ დონეს, რომ რაღაცით გამოსწორდება მდგომარეობა. კარაქის ფასი რამდენი გახდა ამ 3-4 წელიწადში? თითქმის ორჯერ გაძვირდა. კარაქი ხომ არ არის ფუფუნების საგანი. ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის, ამიტომ ჩვენ ინფლაცია უნდა დავთვალოთ იმის მიხედვით, რასაც ყოველდღიურად მოიხმარენ ეს ადამიანები“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ენძელა მაჭავარიანმა დღეს ეკონომიკის მინიტრი გიორგი ქობულია გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ვალი გაეზარდა, რადგან დოლარში ჰქონდა აღებული. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ამის გამო ახლა უფრო ღარიბულად ცხოვრობს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები