LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ – კახა კალაძე [ვიდეო]

kaxa-kaladze-8-770x512-1

მე გავაკეთე ჩემი პრინციპული არჩევანი და ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდე, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა სჭირდება.

„ჩემთვის საზოგადოების დაყოფა კატეგორიულად მიუღებელია, ადამიანების ჩარეცხვა, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა, როგორც ამას კონკრეტული პიროვნებები მოუწოდებდნენ. ჩვენ პირიქით, საქართველო უნდა გავაერთიანოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები