LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხმაც არ ამომიღია“ – შოთაძის განცხადებით, ივანიშვილის, ჩხარტიშვილისა და ხაზარაძის შეხვედრაზე “შემთხვევით” მოხვდა

126
unnamed

ყოფილი გენერალური პროკურორი და დღეს გენპროკურორობის კანდიდატი, ირაკლი თოთაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრაზე, რომლის დროსაც მოქმედი გენერალური პროკურორი იყო, “შემთხვევით” მოხვდა.

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი.

შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას.

შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე”, – განაცხადა ყოფილმა პროკურორმა.

პროკურორობა რთულია: “დიდი ფიქრის” შემდეგ მიღებული შოთაძის გადაწყვეტილება

მას შემდეგ რაც “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული შეხვედრის შესახებ, გასული წლის სექტემბრის თვეში საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა, იმავე შეხვედრის მონაწილეებმა “ორივე ხელით იუარეს” და “სამგზის უარყვეს” შეხვედრის არსებობაც კი, თუმცა მოგვიანებით ზოგიერთმა  აზრი შეიცვალა.

დაგვიანებული დადასტურება გამოუვიდა შოთაძესაც, თუმცა დღესვე განმარტა, რომ მას შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რაც დაადასტურა თავად ხაზარაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შოთაძე შეხვედრაზე ჩუმად იჯდა.

“მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ  მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია.

მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ  ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, – ამბობს შოთაძე.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

გენპროკურორობის კანდიდატი შეხვედრის დეტალებს ვერ იხსენებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს,  როგორ დარჩა ყველა მხარე შეხვედრით კმაყოფილი.

რაც შეეხება მის “შემთხვევითობას”, ყოფილი გენერალური პროკურორი განმარტავს, რომ ის პარტიის ლიდერს სამომავლო პროექტების განხილვის მიზნით შეხვდა.

პოპულალურები