LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური იუსტიციის სახლთან – აქციაზე მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ

48358555_2700890013470224_4142193440970506240_n

იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. შესაბამისად, ცენტრალური შესასვლელიდან შესვლა არავის შეუძლია. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც შენობაში შეჭრა აქციის მონაწილეებმა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს.

იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

თბილისში, იუსტიციის სახლის წინ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ „ქართული მარშის“ ორგანიზებით აქცია იმართება. იუსტიციის სახლის დაცვის თანამშრომლებმა კარები შიგნიდან ჩაკეტეს. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, იუსტიციის სახლში რამდენიმე ადამიანი შეუშვან და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, ვიდრე კანონი ამოქმედდება. „ქართული მარშის“ გარდა, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იუსტიციის სახლთან შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

 

 

პოპულალურები