LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ქობულეთში: აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა

140
pjimage (3)

ცოტა ხნის წინ, ქობულეთში, მერიის შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ახალგაზრდა ქალის თქმით, მერიამ ის შენობა გაყიდა, სადაც 12 მოსახლე ცხოვრობდა და მათ ახლა გამოსახლება ემუქრებათ.

სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა ცენტრალური გზაც გადაკეტეს. მათი განცხადებით, შენობიდან მალე გამოასახლებენ, რადგან ფართი აქციონის წესით ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა, მალხაზ რომანაძემ შეიძინა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შენობის დაკანონება ან ალტერნატიული ადგილის გამოყოფაა.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე. როგორც ქათამაძემ განაცხადა, თითოეული მათგანის პრობლემას ინდივიდუალურად შეისწავლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები