LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური სააპელაციო სასამართლოში – ზაზა სარალიძე იმედა გუგუშვილის დაწინაურებამ გააღიზიანა

saapelacio

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საქმის პროკურორის, იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა.

როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის დაწინაურებაზე ზაზა სარალიძის ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ.

ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.

„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პოპულალურები