LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური საკრებულოში – დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

174
7ea182cb41397f6628ff525817c9433b

თბილისის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. ისინი მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის პატიმრობას აპროტესტებენ. ირაკლი ნადირაძე 18 ნოემბრის აქციაზე დააკავეს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაყვეტილებით კი 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაკავებული დეპუტატის საქმით არ დაინტერესებულა.

„სოლიდარულები უნდა იყოთ ნადირაძის მიმართ, რომელიც პატიმრობაშია“, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარები. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილს სკამზე ცოცხი დაუდეს.

ამის შემდეგ, ტრიბუნასთან საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს” თბილისის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილი მივიდა, რომელმაც ტრიბუნას სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

„დაბოქლომდება“ ამათი, როგორც ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირება… თუ გგონიათ, რომ ძალადობით, მოტყუებით ჩაატარებთ არჩევნებს, ძალიან ცდებით. ეს არის ღრმა პოლიტიკური და მორალური კრიზისი, რომელშიც თქვენ იმყოფებით“ – მიმართა გაბაშვილმა მმართველ გუნდს.

სხდომათა დარბაზი უმრავლესობის დეპუტატებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარაშვილმაც დატოვეს.