LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ზუგდიდის საკრებულოსთან: ოპოზიცია დეპუტატ დანელიას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

96
46f5243e2982663db79f495b038e5451

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოსთან, სადაც “გაერთანებული ოპოზიცია” დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შენობაში მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი შეუშვეს, შემდეგ კი პოლიციამ კარი ჩაკეტა და პარტიის სხვა ლიდერები, ჟურნალისტების ნაწილთან ერთად, გარეთ დარჩა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განმარტებით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოში ჟურნალისტები არ შეუშვეს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალიას ცნობით კი, მდგომარეობა გაერთიანებული ოპოზიციის პროვოკაციების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, გვასალიას განმარტებით, მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. ამ ჩანაწერებში, მათი თქმით, “ქართული ოცნებიდან” ზუგდიდს საკრებულოს წევრი ფიგურირებს.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ღია მტკიცებულებები, სადაც საკრებულოს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ იგეგმება ყველანაირი მეთოდის გამოყენება, რომ ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში სასურველი შედეგი მიიღოს, რასაც მისივე განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭრიდება.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის, გია დანელიას სავარაუდო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები