LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმელთაშუა ზღვის ყველაზე საინტერესო ქალაქები

1258
transatlantic-skyline-cartagena-spain-3840x2160

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მთელი რიგი საინტერესო ქალაქებია. ისინი მოგზაურებს არა მარტო საზღვაო დასვენებას თავაზობს, არამედ საშუალებას დატკბნენ არაჩვეულებრივი საზღვაო პეიზაჟებით.

 

სეტი

საპორტო ქალაქი საფრანგეთში, რომელიც ხშირად არ შეგხვდებათ ცნობილი ქალაქებით შევსებულ გზამკვლევებში. ქალაქი ცნობილია როგორც პატარა ვენეცია მრავალრიცხოვანი არხების გამო.
აქ Canal du Midi თავის აპოგეას აღწევს ქალაქ ტულუზიდან 240 კილომეტრიანი მარშრუტის შემდეგ. ამ ქალაქში ყველაზე დიდი თევსაჭერი გემების ფლოტია. შეგიძლიათ ექსკურსია მოაწყოთ ქალაქის ტურისტულ ცენტრში.

მელილია

მელილიაშია არაბული, ესპანური, ებრაული, ბერბერების სტილი და ნამდვილი ხმელთაშუა ზღვის განსხვავებული კოლორიტი აქ ისე ერწყმის ერთმანეთს, როგორც არსად. ძველი ქალაქის მოპირდაპირედაა მრავალდონიანი ციტადელი და ფარავს თანამედროვე ქალაქს, სადაც ახალი შენობებიცაა. რამდენიმე მათგანი გაუდის მოსწავლის, ენრიკე ნიეტოს შემუშავებულია, რომელიც მელილიაში 1909 წელს გადავიდა, რათა მასწავლებლის ჩრდილიდან გამოსულიყო.

თუ ხმელთაშუა ზღვის შეგრძნება გინდათ, მაშინ ენსენადა დე ლოს გალაპაგოსის სანაპიროზე უნდა გაეშუროთ – მარტოხელა უბეა, კლდეებისა და ციხესიმაგრის ნანგრევი კედლებით გარშემორტყმული.

კარტახენა

თითქმის სამი ათასი წლის შემდეგ, კარტახენა ბოლო ათი წელია აღორძინდა. რომაული თეატრი, სახლები და ტაძრები ღიაა დამთვალიერებლებისთვის, ცენტრი საფეხმავლოა.
კარტახენა საუნივერსიტეტო ქალაქად აქციეს, ხოლო მისი სამხედრო შენობები გამოიყენება ფაკულტეტებად და ბიბლიოთეკად. აქ არის ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი საუკეთესო პორტი.

ალექსანდრია

დამაარსებლის ალექსანდრე დიდისა და კლეოპატრათი ცნობილი ალექსანდრია ზოგჯერ ეგვიპტელი ფარაონების ჩრდილში რჩება, მაგრამ ღირს როგორც ძველი, ასევე თანამედროვე საკულტო შენობების ნახვა, როგორებიცაა ახალი ბიბლიოთეკა, შესანიშნავი მუზეუმები, ძველი ქალაქი.

 

თელ ავივი და იაფო

ას წლის წინ თელ ავივი დიუნებისგან შედგებოდა, დღეს კი კოსმოპოლიტური ქალაქია. ბევრი ბარი, რესტორანი და ბუტიკია, ეპიცენტრად კი პლაჟი რჩება. ხალხი ირუჯება, ცურავს, სერფინგს მისდევს და თამაშობს.

მისი თანამედროვეობის კონტრაპუნქტია ძველი რაიონი იაფო, რომლის პორტი ნახსენებია ძველ აღქმაში.