LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობს ქარბორბალამ გადაუარა – რა პრობლემები შექმნა უამინდობამ სამეგრელოში

96
BeFunky-collage (4)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს ქარბორბალამ გადაურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა 12-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე იმყოფებიან და არსებულ მდგომარეობას ეცნობიან.

„მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, სიტუაციას ვეცნობით. ახლა აქ გადაუღებლად წვიმს, ამიტომ ღია ცის ქვეშ არც ერთი დაზარალებული არ დარჩება, მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ოჯახში.  ასევე, უკვე შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება“, –  მერის მოვალეობის შემსრულებელის, მახარე ჩოკორაიას აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ფოტთშიც.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, რიგ უბნებში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.

მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები