LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

475

ხობის მუნიციპალიტეტში ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 219 ათას ლარს შეადგენს.

ბონდის ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და სამუშაო უახლოეს დღეებში დასრულდება. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები