LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

163
108604929-3227302620660019-2777590573588270171-o

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელოს მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს.

„ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს. სამინისტრო წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს და, ვფიქრობ, შედეგს მალე მივიღებთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაციების შესახებ ესაუბრა.

ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები