LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში საბავშვო ბაღის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

96
13012801_794052620696739_2867965165346687475_n

ხობის პოლიციის თანამშრომლებმა N2 საბავშვო ბაღის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი. ფ.-მ ხობის N2 საჯარო ბაღიდან ორი პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები