LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხორავას ქუჩის საქმეში ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს” – ირაკლი კობახიძე

69

“პირველად მოხდა საქართველოში, როცა მკვლელობის კონკრეტულ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება, ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს,” – განცხადება ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის პროგრესი საქართველოში.

„ამ საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება განვითარდა, არამედ პოლიტიკური კულტურაც ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ კუთხით წარსულში გვქონდა დრამატული პრობლემები. მაშინ საპროტესტო აქციებისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად არც ერთი მაღალჩინოსანი თანამდებობას არ ტოვებდა. ახლა ამ საპროტესტო აქციებზე მთავარი მოთხოვნა გამოძიების სწორად წარმართვა იყო. დემონსტრანტები მიიჩნევდნენ, რომ გამოძიებაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. სწორედ აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა. ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

მიმდინარე აქციების დროს ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეს განიხილავს. ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოში, როცა მკვლელობის კონკრეტულ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება და ამ კომისიაში უმრავლესობის სახით ოპოზიციაა წარმოდგენილი. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს, არამედ პირიქით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება სწორედ ჩვენ ინტერესებში შედის,” – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები