LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხორბლის ქურდულად დაწერება უნდოდათ” – მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

305
73138657-2752304171458464-2197718453077409792-n

კახეთში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის კობა თარაშვილის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც დაკავებულის ძმა აცხადებს, მირზაანის რწმუნებულის შვილს, მისი ძმისთვის ხორბლის “ქურდულად დაწერება” უნდოდა, რისი საშუალებაც დაკავებულმა არ მისცა. დაკავებულის ოჯახი მირზაანის გამგებლის შვილის კობა თარაშვილის გავლენებზე მიუთითებს

“ხორბლის ქურდულად დაწერება და წაღება უნდოდათ. შემოვიდნენ შიგნით ორი უცხო პიროვნება, მეპატრონე გალახეს, სცემეს, სასტიკად არის ნაცემი, რომ ნახავთ კადრებს, ნახავთ როგორ არის დაბლა დაცემული სხვა პიროვნება, რომელიც არის მოწმე. ის რომ არ შესწრებოდა, ფიზიკურად ცოცხალი აღარ იქნებოდა ახლა პაატა მაჭარაშვილი. ეს ყველაფერი როგორც კი მოხდა,მაშინვე პოლიციას დაურეკა, რომ აი ასეთი შემთხვევა მომიხდა ჩემს კუთვნილ საწყობში, სასაწყობო მეურნეობაში და მობრძანდით და ყველაფერი გაარკვიეთო,-ამბობს რუსთავი 2-თან დაკავებულის ძმა. 

კახეთში მირზაანის გამგებლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ფაქტზე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა

სოფელ მირზაანის რწმუნებული კი ბრალდებებს უარყოფს. აკაკი თარაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ხორბლის საყიდლად მივიდა, რა დროსაც მეპატრონემ სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა. “200 სული ძროხა გვყავს და როგორ ფიქრობთ, ორ ტომარა ხორბალს ვერ იყიდიდა?”-ამბობს რწმუნებული.

ამ დroისათვის, კობა თარაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ ქვემო ბოდბეში სოფელ მირზაანის რწმუნებულის აკაკი თარაშვილის შვილი, კობა თარაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თავდაპირველად სიღნაღის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე 1 პირი – 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები