LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად, დასაქმებულები იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე საჭიროა – დისტანციური მუშაობა თუ ოფისში სიარული?

131
homework

ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანებს მასიურად დაეწყოთ სახლიდან მუშაობა. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად არაპროდუქტიული შეიძლებოდა ყოფილიყო, თანამშრომელი თავის ოფისში, კომპიუტერთან უნდა მჯდარიყო.

კვლევამ, რომლის ჩატარებაც ბრიტანეთში პანდემიამდე დაიწყო გამოავლინა, რომ მონაწილეთა 80%-ს კომპანიები სამსახურში სიარულს სთხოვდნენ და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა გასული წლის შემდეგ. ბრიტანელი დასაქმებულების უმეტესობა თვლის, რომ საქმის ხარისხიანად საკეთებლად ყოველდღე ოფისში ჯდომა საჭირო არ არის და ამას ის შედეგებიც მოწმობს, რაც კომპანიებს პანდემიის პერიოდში აქვთ.

მაშინ, როდესაც სამსახურში სიარული ნორმაა, კომპანიებიც და დასაქმებულებიც ბევრ პრობლემას აწყდებიან – ხშირად ავადმყოფი თანამშრომლები სამსახურს ვერ აცდენენ, რადგან ეს დღეები არაანაზღაურებადია. ამიტომ ისინი ინფექციის წყაროდ იქცევიან. ხშირად, დასაქმებულები იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე საჭიროა. არადა სინამდვილეში, მთავარი პროდუქტიულობაა და არა რვა საათი კომპიუტერთან ჯდომა.

პროფესორ ბრენდი ეივენის თქმით, იმ მიდგომის გამო, რომ „საუკეთესოა თანამშრომელი, რომელიც სამსახურში ადრე მოდის და გვიან მიდის“, არაერთი ადამიანი ზარალდება. თუნდაც მშობლები, რომლებსაც სამსახურში უსასრულოდ ყოფნა არ შეუძლიათ ხელმძღვანელების თვალში ამის გამო შესაძლოა ნაკლებად კარგ თანამშრომლებად გამოჩნდნენ მენეჯერების თვალშიცხადია, პრობლემები დისტანციურ მუშაობასაც ახლავს. ადამიანების სამუშაო და თავისუფალ საათებს შორის ზღვარი ნელ-ნელა იშლება. მათ უწევთ იმეილებს საღამოობითაც უპასუხონ, რომ საკუთარ უფროსებს საქმისადმი ერთგულება და შრომისმოყვარეობა დაანახონ.

პროფესორ ეივენის თქმით, საჭიროა ოქროს შუალედი გამოიძებნოს, რადგან კომფორტულ გარემოში მუშაობა პროდუქტიულობას ზრდის და კომპანიების ხელმძღვანელებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები