LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხშირად უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას მათი მოვალეობები. შუადღეს დამირეკეს, ვწუხვართ აქამდე რო ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ახლახანს ჩამოვფრინდითო” – მაკო გომური

152
unnamed

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე მისთვის დახმარების პროგრამის გაგრძელების თაობაზე აცხადებს, რომ ეს არ იყო დახმარება, არამედ მოვალეობის მოხდა. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი:

“ხშირად, ხშირად უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას მათი მოვალეობები.

დღეს შუადღეს დამირეკეს, ვწუხვართ აქამდე რო ეს ამბავი არ ვიცოდით, მარსიდან ახლახანს ჩამოვფრინდითო(?)

ძალიან დიდი მადლიბა ყველს, ვინც ფინანსურად გადაწყვიტა დახმარება❤

მეგობრებო, ზუსტად ვიცი ნებისმიერ დროს, თუ დამჭირდება, აქ ხართ❤

მაგრამ აქ თანხის შეგროვებაზე არ დგას საკითხი.

სახელმწიფო არის ვალდებული რომ ეს ქნას, განაგრძოს მკურნალობის ორგანიზება. დააშავა? მიხედოს. ესაა და ეს.

პრინციპის საკითხია, რომ არ მივცე ფეხებზე დაიკიდოს მისი მოქალაქეები. ასე ჩემთან გაუვათ, გიოსთან, დავითთან და მერე საერთოდ ისიც დაავიწყდებათ, რომ ჩვენ უნდა

გვემსახურონ და არა პირიქით.

მადლობა, მართლა მადლობა”- წერს მაკო გომური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები