LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულო და გურია ერთმანეთს ტურისტული მარშრუტით დაუკავშირდა

94
baxmaros-mta-750x430

ღორჯომიმთა ლეკნარიკურორტი ბახმაროს“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ღორჯომი-მთა ლეკნარი -კურორტი ბახმარო“ გარდამავალი მარშრუტია, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს.

სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა. ახალ მარშრუტზე ტურისტებს საშუალება აქვთ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასაკდოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი დაათვალიერონ, ასევე ესტუმრონ მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს. სოფელი ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. სოფელში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. გამორჩეულია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის, ხუთგუმბათოვანი მეჩეთი და დავლაძეების უბნის კასკადოვანი ჩანჩქერები. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი ხეობაა აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დიდ მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ღორჯომიბახმაროს ტურისტულ მარშრუტთან ერთად კიდევ ერთი ახალი გარდამავალი ტურისტული ბილიკის მარკირება განახორციელა. გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან აკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები