LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ავარიის შედეგად მოხუცი კაცი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

163
პოლიცია-ლენტა-police

ხულოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ღორჯომში მოხდა.

სავარაუდოდ, „უაზის“ მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოხუცი და მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტრში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები