LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთთან ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი კიდევ გადმოწიეს

82
shutterstock-1308103678

უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე – საოკუპაციო ძალებმა უკანონო საქმიანობა განაახლეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა “ცხელი ხაზი”.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მარიამ ნარჩემაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო პროცესების შესახებ საერთაშორისო პარტნიორები ქართული მხარის მიერ მუდმივად არიან ინფორმირებული.

ამასთან, როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, თბილისს სამუშაო ვიზიტით ჟენევის თანათავმჯდომარეები ეწვევიან და შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და ადამიანების უფლებათა დარღვევის შემთხვევები იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები