LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი მარტივი რჩევა, რომელიც დიეტის გარეშე კვირაში 3 კგ-მდე დაგაკლებინებთ

578

ზღვის სეზონის მოახლოებისას უამრავი ადამიანი იწყებს დიეტას და წონაში დაკლებას ცდილობს. განსაკუთრებით კი ფიგურაზე ზრუნვას ქალები იწყებენ, რომ თამამად მოირგონ მოკლე, ან გამჭვირვალე კაბა, ასევე – მათთვის სასურველი საცურაო კოსტიუმი.

ფორმაში ჩადგომა და სასურველ წონამდე მისვლა კი დიეტის გარეშეც არის შესაძლებელი.

თუ თქვენ ქვემოთ მოცემულ ხუთ რჩევას გაითვალისწინებთ, არ დაგჭირდებათ არანაირი დიეტა.

 

  1. მოიმზადეთ 300 მლ. ყავა (არახსნადი), დაამატეთ ცოტა დარიჩინი, ვანილი და წითელი წიწაკა. ამ სასმელის ერთი ფინჯანი დაგეხმარებათ, დააჩქაროთ მეტაბოლიზმი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ჯანმრთელობა დაიზიანოთ.
  2. ყველა კვების წინ მიირთვით ნახევარი გრეიპფრუტი, არ აქვს მნიშვნელობა, რის ჭამას აპირებთ. გრეიპფრუტი საუკეთესო საშუალებაა ცხიმის დასაწვავად.
  3. ჩაასხით ფინჯანში 200 მლ ცხელი წყალი და ჩაყარეთ დარიჩინი. დატოვეთ ნახევარი საათის მანძილზე, რომ გაგრილდეს. უკვე გაციებულ სითხეს დაამატეთ თაფლი. ნახევარი ფინჯანი დალიეთ ძილის წინ, დანარჩენი ნახევარი კი – დილით, გაღვიძების შემდეგ.
  4. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ 2 ჭიქა სუფთა წყალი. ეს ძალიან აჩქარებს მეტაბოლიზმს, ეხმარება საკვებს სწორად გადამუშავდეს ისე, რომ არ მოხდეს ორგანიზმში ცხიმის დაგროვება.
  5. ყველა ლუკმა 50-ჯერ დაღეჭეთ. „საკვები უნდა დალიოთ, სასმელი უნდა შეჭამოთ,“ – ეს არის ბუდისტი ბერების ძველი გამონათქვამი, რომელიც ჩვენც უნდა დავიცვათ.


თუ ამ ხუთი წესიდან ორს მაინც დაიცავთ, შეძლებთ 0.5 კგ-დან 3 კგ-მდე დაიკლოთ ერთ კვირაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები