LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო რჩევა რუბრიკიდან “ჯანსაღი კვება”

757

ბოლო დროს სწორ და ჯანსაღ კვებას სულ უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდა, რადგან მისი დახმარებით მარტივად შეიძლება ზედმეტი კილოგრამების მოცილება, იდეალური ფიგურის შენარჩუნება და რაც მთავარია, ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის სწრაფად მოგვარება. ჯანსაღი კვება სულაც არაა რთული. მთავარია პრობლემას სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას საკუთარი რაციონის სწორად და გონივრულად ორგანიზებისთვის.

ყველაფერს თავისი დრო აქვს

მნიშვნელოვანია, თუ როდის მივირთმევთ ამა თუ იმ საკვებს, რადგან ერთი შეხედვით სასარგებლო პროდუქტებს, მიღებულს შეუფერებელ მომენტში, თავისუფლად შეუძლია მიაყენოს ზიანი ორგანიზმს. ამიტომ აუცილებლად უნდა ვიხელმზღვანელოთ წესით – ”ყველაფერს თავისი დრო აქვს!”

საუზმისთვის ყველაზე კარგად რთული ნახშირწყლები გამოდგება, რომლებიც ამდიდრებენ ორგანიზმს და დიდი ხნით უზრუნველყოფენ მას ენერგიით. იდეალური ვარიანტია მულტიმარცვლოვანი ფაფები, სრულმარცვლოვანი პური, შვრიის ფაფა და გრანოლა.

სადილს იდეალურად მოუხდება ცხოველური ცილა, ამიტომ აირჩიეთ ცხიმიანი თევზი, ქათამი, ინდაური ან საქონლის ხორცი. მთავარი კერძის დამატებად კი, მოამზადეთ მსუბუქი ბოსტნეულის სალათი ცოტა ზეთით.

საღამოს უკეთესია ძალიან არ გადაიტვირთოთ, ამიტომ ვახშმისთვის ისეთი საკვები შეარჩიეთ, რომლის მონელებაც არ გაგიჭირდებათ. ასეთ ჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება მოთუშული ან მოხარშული ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები და ნაკლებად ცხიმიანი თევზი. ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისგან და სხვა რთულად მოსანელებელ პროდუქტზე კი, უკეთესია უარი თქვათ. სხვა შემთხვევაში მთელ ენერგიას, რომელიც ორგანიზმს სრულფასოვანი დასვენებისა და აღდგენისთვის ჭირდება, ის საჭმლის მონელებაზე დახარჯავს.

მოამზადეთ საკვები წინასწარ

დიეტოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სწორი რაციონი სრულფასოვანი საუზმისგან, სადილისა და ვახშმისგან შედგება, რომელთა გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამ წესს და მუდმივად დროის უკმარისობით იმართლებს თავს.

მიეჩვიეთ ერთკვირიანი მენიუს წინასწარ შედგენას, რაც საგრძნობლად გაგიმარტივებთ ცხოვრებას. ჯერ ერთი, თქვენ ერთიანად შეძლებთ ყველა საჭირო ინგრედიენტის შეძენას და აღარ მოგიწევთ ყოველდღე სუპერმარკეთში სიარული, მეორეც – წინასწარ შეძლებთ მენიუს ზოგიერთი კერძის მომზადებას.

მაგალითად, პოპულარული შვრიის ფაფის მომზადება საღამოსაც შეგიძლიათ, დილას კი, მშვიდად და გემრიელად მიირთმევთ თქვენს საუზმეს. სხვათაშორის, ამგვარი მეთოდით სხვა გემრიელი და სასარგებლო კერძების მომზადებაც შეიძლება, მერე კი, სამსახურში ან სასწავლებელში წაღება, რათა არ გქონდეთ მიზეზი მიეძალოთ სწრაფი კვების კაფეებსა და არაჯანსაღ საკვებს.

სავალდებულო წახემსება

საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის პაუზა დაახლოებით სამ საათს უნდა შეადგენდეს, რადგან უდროოდროს გაჩენილი შიმშილის გრძნობის გამო, თქვენ უფრო მეტ საკვებს ღებულობთ, ვიდრე თქვენს ორგანიზმს სინამდვილეში ჭირდება.

გარდა ამისა, ხანგრძლივი პაუზები ძირითად კვებას შორის აყოვნებს მეტაბოლიზმის პროცესს, ანუ ორგანიზმი ვერ ასწრებს მირთმეულის სრულ გადამუშავებას და ის ”სტრატეგიულ მარაგში” გადადის. ამიტომ ყოველთვის ხელთ გქონდეთ სასარგებლო ”სასუსნავები” – თხილი, გოგრის მზესუმზირა ან ხილი. მართალია, ამგვარი წახემსება ვერ შეგიცვლით სრულფასოვან სადილსა და ვახშამს, მაგრამ აუცილებლად მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას ძირითადი საკვების მიღებამდე.

მსუბუქი წახემსება სამსახურში

რა დრო გჭირდებათ სამსახურიდან სახლში მისვლისთვის – ერთი ან ორი? და თუ ამას სადილის მომზადების დროსაც მივუმატებთ? იმის გათვალისწინებით, რომ ბევრს მეორე წახემსება დღის პირველ ნახევარში უწევს, მაშინ ინტერვალი ორ ძირითად კვებას შორის ძალიან გრძელი გამოდის. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარებაც მარტივად შეიძლება – წაიხემსეთ სამსახურიდან წამოსვლის წინ, მიირთვით ხილი, რომელიც მართალია არ დაგანაყრებთ, მაგრამ დაგიცავთ ცდუნებისგან იყიდოთ გზაში ორცხობილა ან ჩიფსები.

მიირთვით გემრიელად!

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საკვები, რომელსაც არ მოაქვს სიამოვნება. გადააქციეთ ყოველი საკვების მიღება ნამდვილ დღესასწაულად და არა მარტო გემრიელი რეცეპტების ხათრით, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვისაც.

თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები სუნელებით და სალათის საკმაზებით, რაც  არა მარტო ახალ და პიკანტურ არომატს შესძენს საკვებს, ბევრად უფრო სასარგებლოდაც აქცევს. მიირთვით აუჩქარებლად და ლამაზი ჭურჭლიდან – ამ შემთხვევაში გემოს რეცეპტორები ტვინს ”სიამოვნების” უფრო მეტ სიგნალებს აწვდიან, ვიდრე მაშინ, როცა თქვენ სწრაფად შეექცევით მორიგ ჰამბურგერს. სასარგებლოა კარგ კომპანიაში მირთმევაც – ვახშამზე მეგობრებთან ურთიერთობა არა მარტო გაგახალისებთ, არამედ შეამცირებს თქვენს მიერ მიღებულ საკვებსაც, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ ფიგურის შენარჩუნებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები